იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა

სოციალურად დაუცველები, პენსიონრები, ომის და სამხედრო ძალების ვეტერანები, შშმ პირები და მარტოხელა მშობლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს.

კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.