იუსტიციის მინისტრი ყვარლის სასწავლო ცენტრში ახალგაზრდული კლუბი წევრებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და მათ სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში.