იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს მიმართავს

იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს „რუსეთიდან დეპორტირებულების საქმეზე“ დაუყოვნებლივი განხილვის მოთხოვნით მიმართა.

უწყება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე საკითხის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვასთან ერთად მიმართავს, ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით რუსეთისგან ოფიციალური განმარტება მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს.

საქმე 2006 წელს, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციასა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებს ეხება, რის გამოც სტრასბურგის სასამართლომ, 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის თანხის კომპენსირება მიმდინარე წლის პირველ მაისამდე დააკისრა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის უცნობია ამ ვალდებულების უგულვებელყოფა პოლიტიკური გზავნილია თუ ტექნიკური პრობლემა, შესაბამისად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე დისკუსიისას მეტი დეტალის გარკვევის მოლოდინი აქვს.