იუსტიციის სახლი სოფელ ჭალაში

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში იუსტიციის სახლი აშენდება. ახალი ფილიალის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა იუსტიციის მინისტრმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუშვა. მალე ჭალის მოსახლეობას საშუალება ექნება, იუსტიციის სახლის 500-მდე სერვისი კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღოს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 121 იუსტიციის სახლია, დაგეგმილია კიდევ 12 ფილიალის გახსნა.