იუსტიციის საბჭოს სხდომა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათავლისწინებული საკითხები განიხილეს. დღის წესრიგით კი სულ 3 საკითხი იყო განსაზღვრული, თუმცა სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეოთხე საკითხი ჩაემატა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობების განსაზღვრას გულისხმობს.

საკითხის მომხსენებელი საბჭოს მოსამართლე წევრი ირაკლი შენგელია იყო, რომლის განცხადებითაც, სააპელაციო სასამართლოში, საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უნდა მოხდეს გადანაცვლება. ამ საკითხის განხილვას სხდომაზე კამათი მოჰყვა, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, საკითხის განხილვა ნაჩქარევად ხდება, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. დოლიძის განმარტებითვე, საბჭოში ამ დროისთვის მიმდინარეობს კონკურსი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დანაკლისის შევსება. მისი თქმით, აუცილებელია კონკურსის შედეგებს დაელოდონ.

საბოლოოდ კი საბჭოს წევრებმა საკითხს მხარი დაუჭირეს.