იუსტიციის მინისტრის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რა მიზანი ჰქონდა პოლონელ ექიმს, რომელმაც კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანა დაგეგმა. იუსტიციის სამინისტრო უცხოელ ექიმს პროვოკაციულ და სამედიცინო ნორმებთან შეუსაბამო ქმედებაში ადანაშაულებს. ცნობილია, რომ უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის ელჩს დაიბარებს და სწორედ პოლონელი დიპლომატისგან მიიღებს განმარტებებს, რა მოხდა „ვივამედში“.

რა შეფასებები მოჰყვა პენიტენციური დაწესებულების მიერ გავრცელებულ კადრებს და იუსტიციის მინისტრის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში? – თემაზე თამარ წიკლაური ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.