იუსტიციის მინისტრი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არის დროებითი ზომა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს. თეა წულუკიანმა ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა.