მიხეილ სააკაშვილი კანონიერად იხდის სასჯელს და მისი უფლებები დაცულია. შედეგად, პარტიას, რომელიც ცრუ ბრალდებით საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ოფიციალურად იხდის ფულს ჩვენი ქვეყნის დასასანქცირებლად, არ უნდა ჰქონდეს ამომრჩევლის იმედი, – წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი.
მისი თქმით, თანამედროვე ბოლშევიკთა ერთ-ერთი ანარეკლის ლიდერს კი დიდი უკანონო სურვილი ამოძრავებდა, საქართველოსგან წაეღო ბიუჯეტის მეოთხედი, ვითომდა ანაკლიის პორტის მშენებლობის უკანონოდ გაჩერების გამო.