იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწვეტილებას კიდევ ეხმაურება. რატი ბრეგაძე საუბრობს 2021 წელს დაწყებულ მოვლენებზე, რა დროსაც, მისივე თქმით, გარკვეული პირები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს სახელმწიფო არაადამიანურად ეპყრობოდა.
იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს: „საბოლოოდ სიმართლემ რთულ ბრძოლაში გაიმარჯვა და სტრასბურგის უკვე მესამე გადაწყვეტილების შემდეგ, შავით თეთრზე დადასტურდა, რომ სააკაშვილი არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს,“ – ამბობს რატი ბრეგაძე.