იუსტიციის მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნგრელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრა ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართვლოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის გზაზე მხარდაჭერა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე − აქციოს საქართველო არბიტრაჟისა და მედიაციის რეგიონულ ჰაბად.