ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება. ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელს დღეს მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება.
ფილიალისთვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრისა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილეებმა ადგილობრივებთან ერთად მოინახულეს. ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და ტყიბულის მერიც. უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები.