იტალიური სერიალი „ქალების სამოთხე“(U), ორშაბათი-ხუთშაბათი, 13:00
საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ RAI-ს რეიტინგულ სერიალს „ქალების სამოთხე”(U).
საქმროს ღალატით გულგატეხილი ტერეზა (Teresa Iorio) სიცილიიდან მილანში მიემგზავრება.
ტერეზა მაღაზიაში იწყებს მუშაობას, რომელიც ქალბატონებისთვის ნამდვილი სამოთხეა – ირგვლივ სილამაზე, დახვეწილი სტილი და ფუფუნებაა.
ახალგაზრდა ქალის წინაშე იშლება მოდის სამყარო. სირთულეებით სავსე გზა მას დიდ შესაძლებლობებსაც ჰპირდება.