ავთენტური გემოები, კულინარიული ხელოვნება და მაღალი ხარისხი – საქართველოში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული დაიწყო.
იტალიური გასტრონომიისა და მუსიკის ფესტივალი ორი დღის განმავლობაში Factory Tbilisi-ს სივრცეში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ემილია-რომანიას სამზარეულო. ღონისძიებაზე იტალიური ნაწარმის 20- ზე მეტი სტენდი იქნება წარმოდგენილი. დეგუსტაცია კი იტალიელი შეფ-მზარეულების მასტერკლასებით გაგრძელდება და მუსიკალური ფესტივალით დასრულდება ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეების მონაწილეობით. კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით მეათედ იმართება. წლევანდელი კვირეულის თემატიკაა ტრადიციები, ინოვაციები, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვება. იტალიური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხის კანდიდატია.