იტალიის საპარლამენტო არჩევნები

საპარალამენტო არჩევნები იტალიაში პოპულისტური, ევროსკეპტიკოსი პარტიების გამარჯვებით დასრულდა.

საარჩევნო კამპანიის მთავარი თემები მიგრაცია, უმუშევრობა და ეკონომიკა იყო, რამაც პოლიტიკური პარტიების შედეგებზე გავლენა იქონია.

წარმატება მოიპოვა სკანდალებით ცნობილმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალოდ ვერ ჩაერთვება, თუმცა მედია წერს, რომ ის რუხი კარდინალის როლს შეასრულებს.