იტალიიდან ჩამოსული მგზავრები

წყალტუბოში გადაყვანილი მოქალაქეები, ორი სპეცრეისით, საქართველოს მთავრობამ იტალიიდან გუშინ საღამოს ჩამოიყვანა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს: მათ ადგილზე ჩაუტარდათ თერმოსკრინინგის პროცედურა; ასევე, ეპიდემიოლოგების მიერ შეივსო შესაბამისი დანართი. პროცედურების დასრულების შემდეგ, საკარანტინო ზონაში, მოქალაქეები სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გაემგზავრნენ.