იტალიის რაგბის ნაკრები საქართველოშია და მატჩისთვის ემზადება. ელიტარული ევროპული ტურნირის – „6 ერის“ მონაწილე გუნდი საქართველოს ნაკრებთან ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავს. შეხვედრის მოლოდინებზე მედიასთან იტალიისა და საქართველოს რაგბის კავშირების პრეზიდენტებმა ისაუბრეს.
იტალიური მხარე ფიქრობს, რომ „6 ერში“ არსებული შეზღუდვების მიუხედავად, უნდა მოინახოს გზა, რომელიც საქართველოს ნაკრებს სარაგბო ელიტასთან დაახლოებს.
საქართველოსა და იტალიის ეროვნული ნაკრებების ტესტ-მატჩი 10 ივლისს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება. რაგბის იმ ქომაგებისთვის, რომლებიც ბათუმში ჩასვლას ვერ ახერხებენ, ქვეყნის 24 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, თამაშის პირდაპირი რეპორტაჟი დიდი მონიტორებზე მოეწყობა.