ისტორიული შენობების რეაბილიტაცია
მთაწმინდის რაიონში სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის მიზანი დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი აწარმოებს. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას. სამუშაოების ღირებულება 120 მლნ ლარამდეა.