ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დედაქალაქში
თბილისის ისტორიული შენობების ახალი იერსახე. დედაქალაქის ძველ უბნებში რესტავრაციის პროცესი იწყება.
გეგმა ორ ქუჩაზე შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას და მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების აღდგენა-განახლებას გულისხმობს. სულხან საბას და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ავთენტურობის შესანარჩუნებლად გამოყენებული იქნება საარქივო ჩანაწერები.