ისტორიული სახლების რეაბილიტაცია

ორბელიანის მოედანზე ისტორიული სახლების აღდგენის პროცესი დასკვნით ფაზაშია.

პირველადი გაწმენდითი სამუშაოები და ნაგებობების ცალკეული ფრაგმენტების დემონტაჟი უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე რესტავრატორები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების ეზოების პირვანდელი იერსახის აღდგენას ცდილობენ. მე-19 საუკუნის დროინდელ სახლებს ბინადრები წლის ბოლოსთვის დაუბრუნდებიან.

ლიზა ციციშვილი ესტუმრა ათონელის ქუჩაზე მდებარე იმ ორ შენობას, რომლებიც უნიკალური ისტორიის მატარებელია.