ისტორიული სადარბაზოების რესტავრაცია

თბილისში ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციის პროცესი გრძელდება.

უნიკალური კედლის მხატვრობის შენარჩუნებას რესტავრატორები ამჯერად აღმაშენებლის 111 ნომერში ცდილობენ. მეცხრამეტე საუკუნის დროინდელ შენობაში სპეციალისტებს საკმაოდ რთული სამუშაოების შესრულება უწევთ, მითუმეტეს, რომ სადარბაზოს კედლების ნაწილი ერთხელ გადაიღება. სამუშაოების შემდეგ პირვანდელი იერსახე ჭერმაც უნდა აღიდგინოს.