ისრაელში ლეგალურად დასაქმება

საკმაოდ მაღალია ისრაელში სამუშაოს მსურველთა რაოდენობა.

უკვე მეორე დღეა, სპეციალურ პორტალზე რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. ისინი, ვინც წინასწარ შემუშავებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, ისრაელში გამგზავრების შემდეგ ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებებში დასაქმდებიან. სამუშაო ვიზა ერთწლიან პერიოდს მოიცავს გაგრძელების პერსპექტივით. შერჩეულ აპლიკანტებს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისთანავე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოუწევთ. რაც შეეხება გერმანიას, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სოფლის მეურნეობის სფეროში დაასააქმებენ, კონკურსის შედეგად შერჩეული პირველი 20-კაციანი ჯგუფი გერმანიაში ხვალ მიემგზავრება.