ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ფონდი საქართველოში

ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ფონდი „კეტარი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს. ფონდმა დღეს პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მიერ სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა მსოფლიოში აღიარებული, კულტურისა და ბრენდის ექსპერტი, მარტინ ლინდსტრომი. „კეტარის“ მიზანია რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ფიზიკური ჰაბის შექმნა და მხარდაჭერა. ფონდი გეგმავს ინვესტირების განხორციელებას სტარტაპებში, კრეატიული ინდუსტრიის ნებისმიერი დარგიდან, – მათ შორის აიტი-ტექნოლოგიებში, ციფრული და ტრადიციულ მედიაში, კინოწარმოებაში, ასევე სარეკლამო ბიზნესში. ფონდი გეგმავს საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიას, მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას დისკუსიებისთვის, რომლის მიზანიც ამ მიმართულებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანებაა.