გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მინისტრ ავი დიხტერს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით იმუშავებს. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი, ისრაელიდან კი საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიების და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორივე ქვეყნის ბიზნესსექტორისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას.