ისრაელის საჰაერო იერიშები ღაზაში

21:12, 18.03.2025

მაშინ, როდესაც მსოფლიო უკრაინაში ომის დასრულებას ელოდება, ორ თვიანი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორზე მასშტაბური ავიაიერიში განახორციელა. მიზეზი „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლებაზე ნათქვამი უარია. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე შეტევა 18 მარტს, შუაღამის შემდეგ განაახლა. მასირებული დარტყმების სამიზნეა რაფაჰი და ხან იუნისი. დაღუპული და დაშავებულია ასეულობით   ადამიანი. შეტევის განახლებამდე თელავივმა გადაწყვეტილების შესახებ დონალ ტრამპის ადმინისტრაციას აცნობა. სწორედ შტატების 47-ე პრეზიდენტმა მისცა რამდენიმე კვირის წინ ბოლო გაფრთხილება ტერორისტულ ორგანიზაციას და მათ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, თუმცა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ჩართულობის მიუხედავად ძირითად ასპექტებზე შეთანხმება ვერ მოახერხა. ავიაიერიშების ფონზე, „ჰამასი“ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ცალმხრივად დარღვევაში ადანაშაულებს და პირდაპირ აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლებით თელავივმა მძევლების გათავისუფლების შანსი ხელიდან გაუშვა.

მსგავსი