ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა ისრაელი, არ გაეფართოებინა სამხედრო აქტივობები. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ ომის გაგრძელების გარდა, სხვა გზა არ აქვთ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სამხედროებმა ათასობით ტერორისტის განადგურება მოახერხეს და ამას იქამდე განაგრძობენ, სანამ მათი მთავარი მიზანი არ შესრულდება – „ჰამასის“ განადგურება, მძევლების დაბრუნება და პირობის დადება, რომ ღაზა ისრაელის სახელმწიფოს საფრთხეს აღარ შეუქმნის.