ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში პალესტინელებს დაბრუნების უფლებას არ მისცემენ, ვიდრე იქ ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო კანონმდებლობას შეესაბამება. ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი განიხილავს ღაზის სექტორისა და ეგვიპტის საზღვრის გასწვრივ მდებარე „ფილადელფიის დერეფანზე” კონტროლის შენარჩუნებას. ისრაელის მთავრობის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში არ შეწყდება, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, სადაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს.