ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაცია ჯენინში

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის ლტოლვილთა ბანაკი მოვლენების ეპიცენტრშია.

ისრაელის მიერ დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები და დაკავებულები. ოფიციალური თელავივი ქალაქ ჯენინს ტერორიზმის კერად, მთავარ სამიზნედ კი ტერორისტულ ინფრასტრუქტურას აცხადებს. თავდასხმების ფონზე ქალაქს ადგილობრივები ტოვებენ. სამხედრო ოპერაციას ადგილობრივ მებრძოლთა მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა. ჯენინში მთელი დღეა, სროლის ხმა ისმის.

ისრაელის უსაფრთხოების ძალების სამხედრო ოპერაცია ჯენინის ბანაკის წინააღმდეგ 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.