ისრაელის მორიგი იერიში ღაზის სექტორში და მასშტაბური მსხვერპლი. ამჯერადაც სამიზნე კიდევ ერთი სკოლის შენობა იყო, რომელსაც ისრაელის ძალების მტკიცებით, ჰამასი სამეთაურო პუნქტად იყენებდა. სარაკეტო იერიშის შედეგად, გავრცელებული ცნობით, 93 ადამიანია დაღუპული, დაშავდა ათობით პირი. ცხედრების ნაწილი ჯერაც არ არის იდენტიფიცირებული, ნაწილის ამოცნობა კი საერთოდ შეუძლებელია. ღაზაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სკოლა რეალურად ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირისთვის ერთადერთი თავშესაფარი იყო.
სკოლაზე თავდასხმა დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ და კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადებები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. პარალელურად, ცნობილი ხდება ისიც, რომ ვაშინგტონი ისრაელს სამხედრო დახმარებისთვის დამატებით სამნახევარ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.
სალომე თორაძის რეპორტაჟი.