ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიში მიიტანა. სამიზნე რადიკალური გაერთიანება „ჰამასის“ ობიექტებია. ამ ნაბიჯით ისრაელმა „ჰამასის“ მხრიდან ისრაელელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებსა და სნაიპერის მიერ ერთი ჯარისკაცის მკვლელობას უპასუხა.
არმიის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ „ჰამასი“, უსაფრთხოების კუთხით, სიტუაციის გამწვავებაზე წავიდა და საპასუხო ზომების მიღება გარდაუვალი იყო. ავიაიერიშის შემდეგ, გამთენიისას, ჰამასის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცეცხლის შეწყვეტის ზავი გაერო-ს ჩარევის შედეგად, ისრაელთან მიღწეულია.