ისრაელი სამხედრო ოპერაციას აფართოებს

ვითარება უკიდურესად მძიმეა ღაზის სექტორში, სადაც გასული ღამისა და დღის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა. სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაციის გაფართოება გამოაცხადა. მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ოპერაციების ხელმძღვანელი. ღაზის სექტორში ინტერნეტსა და სატელეფონო სერვისებზე წვდომა ამ დრომდე შეფერხებულია.

პარალელურად, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 120 ხმით 14-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზაში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს. გაერო-ს ამ გადაწყვეტილებას ისრაელში მძიმე რეაქცია მოჰყვა.