ისრაელ -„ჰამასის“ შეთანხმებას ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტი

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. „ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა. მისი თქმით, შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ აღადგინონ ღაზა „ჰამასის“ გარეშე.