„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაცია სირიაში ამერიკის სპეცრაზმმა ჩაატარა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მის მიერ სირიასა და ერაყში ე.წ. სახალიფოს გამოცხადებიდან 5 წლის შემდეგ მოკლეს.

როგორც ცნობილი ხდება, ტერორისტის ადგილსამყოფელის პოვნაში აშშ-ს ერაყის დაზვერვა დაეხმარა.