ISFED-ის შემაჯამებელი ანგარიში

ოპოზიციისთვის ახლა მთავარი კითხვაა, როგორ მიიღო ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ „სამართლიანი არჩევნების“ ხარვეზის შესახებ იქამდე, სანამ ამის შესახებ თავად ორგანიზაცია განაცხადებდა. ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ იმ ოქმებშიც კი, რომელიც ISFED-ში დათვალეს, 8-პროცენტიანი ცდომილებაა, რაც საერთო შედეგზე გავლენას ახდენს.

თემას ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ უკვე დაზუსტებული შედეგები, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა, ცესკო-ს შედეგების სისწორეს ადასტურებს. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ, დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას, – აცხადებს თამარ ჟვანია.