ისანში საბავშვო ბაღი გაიხსნება
ისანში კიდევ ერთი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ძველი შენობა ავარიული იყო და აშენდება ახალი. 26-ე ბაღი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაბამისად და გათვლილი იქნება 180 აღსაზრდელზე. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარამდეა.