ირმა ინაშვილის განცხადება

სამართლიანი იქნება, იმუნიტეტის მოხსნა სწორედ გიგა ბოკერიადან დაიწყოს, რომელიც გავრილოვზე განხორციელებული პროვოკაციის მთავარი ორგანიზატორია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „გადაარჩინოს მთავარი მოკავშირე რეალური სატელიტი ბოკერიას სახით“.