ირმა ინაშვილის განცხადება

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა სამხედრო მიუმხრობლობის თემასთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, გამოკითხული 56 ათასი რუსთაველიდან, 78 % მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას. 15 % კი წინააღმდეგია. გამოკითხულთა 81 % მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან. ამ მოსაზრების წინააღმდეგი კი გამოკითხულთა მხოლოდ 14 %-ია. პოლიტიკური პარტია მსგავსი გამოკითხვის ჩატარებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აპირებს, რის შემდეგაც გამოკითხვის შედეგებს გაზაფხულზე პარლამენტს წარუდგენს.