ირმა ინაშვილის განცხადება

„თუ „ქართული ოცნება“ გაბედავს და არჩევნებში დაიწერს 60 პროცენტს, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფებს მისცემს 20 პროცენტს, მიიღებს ნამდვილ რევოლუციას“,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია რევოლუციაა. ინაშვილის თქმით, ეს იქნება ქართველი ხალხის პროტესტი და რეაქცია იმ შედეგებზე, რომელსაც ირაკლი კობახიძე წინასწარ ასაჯაროებს.