ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზას სიცრუეში ადანაშაულებს

ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზას სიცრუეში ადანაშაულებს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, საქმე ეხება ამერიკელი დიპლომატის განცხადებას, თითქოს ინაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ირმა ინაშვილის თქმით, სამარცხვინო ტყუილისა და მასთან დაკავშირებული ცილისწამების გამო, მეთიუ ბრაიზა პასუხს აუცილებლად აგებს. ამასთან, ინაშვილი მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ ცილისწამებაზე, ტყუილსა და მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელიც კონფერენციაზე მოხდა და დაიკითხოს ყველა, ვინც იმ დღეს დარბაზში იმყოფებოდა.