ახლო აღმოსავლეთში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. რეგიონი ომის გაფართოების რეალური საფრთხის წინაშეა. ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში განახორციელა, ისროლა 200 რაკეტა. მათ შორის იყო ბალისტიკური რაკეტები. უმეტესობა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, თუმცა, ნაწილი ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქდა. არიან დაშავებულები. ისრაელში აცხადებენ, რომ ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა, რაზეც პასუხს აგებს.
ლევან ახალაია დეტალებით.