ირანის ელჩი ერაყში დაიბარეს

ირანის ელჩი, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის მიზეზი ირანის მიერ ერაყში მდებარე სამხედრო ობიექტებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები გახდა. ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ერაყი სარაკეტო დარტყმებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად განიხილავს. „შიდა უსაფრთხოება ქვეყნის პრიორიტეტია. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ის ბრძოლის ველად იქცეს“, – წერია ერაყის საგარეო უწყების განცხადებაში.