ირაკლი შიხიაშვილი პროკურატურას დაკითხვას სთხოვს

ირაკლი შიხიაშვილი პროკურატურას დაკითხვას სთხოვს. მან საგამოძიებო უწყებას დღეს განცხადებით მიმართა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეული პიროვნებები ბოლო პერიოდში ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, საუბარია, რომ მან ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობის პერიოდში, ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ ერთ-ერთი კომპანიისგან თანხა აიღო. შიხიაშვილი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და საგამოძიებო უწყებას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.