ირაკლი კობახიძის წერილი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი კობახიძის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მოცემული განცხადებით, ის ანტიდასავლურ პათოსს განაგრძობს და ამ ყველაფერთან ერთად, „სიენენსაც“ ადანაშაულებს საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის თქმით კი ეს მორიგი შეტევაა საქართველოს ხელისუფლებაზე. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კობახიძემ ფაქტებითა და მყარი არგუმენტებით დაასაბუთა „სიენენის“ ჟურნალისტის შეცდომა და ამის შემდეგ აღარავის უნდა დარჩეს კითხვები.