მმართველი გუნდი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას ატარებს. ბოლოს ამ სახის ინფორმაცია „სიენენის“ ეთერით გავრცელდა და ის კითხვის სახით ევროკომისიის პრეზიდენტს დაუსვეს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჟურნალისტმა ურსულა ფონ დერ ლაიენს ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული შეკითხვა დაუსვა, რაც, მისივე თქმით, კარგად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურია კოორდინაცია, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული, კობახიძის თქმით, „სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.
საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას რომ ატარებდეს, 2022 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი არაპროპორციულად უნდა გაზრდილიყო. სინამდვილეში კი, ექსპორტი მხოლოდ შვიდი პროცენტით გაიზარდა იმ დროს, როცა ჩინეთში 20-პროცენტიანი ზრდაა, აზერბაიჯანში – 27, თურქეთში – 35, აშშ-ში – 36, – წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.