ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთშია. ირაკლი კობახიძე მის კოლეგას შეხვდება. დისკუსიები გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია ეკონომიკის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რეგიონული განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და სპორტის მინისტრი. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.