ირაკლი კობახიძის ინიციატივა და გამოხმაურებები

წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს სისტემატიზაცია, შეფასება და ახსნა სჭირდება საზოგადოებისთვის, – ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ სასამართლოში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ლაპარაკისას გააკეთა. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებებს შეისწავლის და საკითხის სისტემატიზაციას მოახდენს. მათ შორის კობახიძის თქმით, ეს დანაშაულებები ეხება მკვლელობას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ბიზნესის ჩამორთმევას.

„ქართული ოცნების“ ამ განცხადებას ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მუქარად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ ამით უმრავლესობის დეპუტატებს სურთ გადაფარონ თემა, რომელიც მოსამართლეების სანქცირების საკითხზე კომისიის შექმნას უკავშირდება.