ირაკლი კობახიძის განცხადება – გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
როგორია კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არჩევნებამდე 9 თვით ადრე – ამ საკითხზე გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა.
„დღევანდელი კონფიგურაცია ისეთია, რომ ჩვენ შეგვიძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ პარლამენტში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ხდება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტული მაჩვენებლის ხელოვნურად შემცირება და მცდელობა, რომ საზოგადოებას არა „ნაციონალურ მოძრაობად“ სხვა პარტიები შეასაღონ. ასევე ირაკლი კობახიძის თქმით, საზოგადოებამ არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ. მისივე განცხადებით, ერთადერთი, სადაც შეიძლება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიყვანოს ჩვენი ქვეყანა, არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა.