ირაკლი კობახიძის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერის პოზიციაზე არჩევას ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს. „გულწრფელად ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში. ვიმედოვნებ, რომ კანცლერი მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ,“ – წერს ირაკლი კობახიძე.