ირაკლი კობახიძის განცხადება

გიორგი გახარიას ირაკლი კობახიძე პასუხობს. „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში გახარიას მოღალატე უწოდა და მის მიმართ რამდენიმე ბრალდებაც გააჟღერა, რომელიც კობახიძის თქმით, კითხვა-პასუხს არ საჭიროებს.

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.