ირაკლი კობახიძის განცხადება
დაუშვებელია, ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარონ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული მომავალი თაობების წინაშე, – წერს ირაკლი კობახიძე სპეციალურ ქსელში.
„პრიგოჟინის ამბოხებიდან კვირაზე მეტი გავიდა და, ემოციების ჩაცხრომის ფონზე, კიდევ ერთხელ მინდა, შევაფასო ოპოზიციის რეაქცია ე.წ. ბახმუტის ხორცსაკეპის ავტორის ერთდღიან ავანტიურაზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ იმ დღეს ჩვენ დილიდან მოვუწოდეთ ოპოზიციას, მშვიდად დაკვირვებოდნენ მოვლენებს. თუმცა, რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენი რჩევა ყურად არ იღო. ყველას გვახსოვს, როგორ გულშემატკივრობდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ პრიგოჟინს, როგორ უძღვნიდა მას შეძახილებსა და ლექსებს, როგორ გეგმავდა პრიგოჟინის წარმატების კვალდაკვალ არა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესვლას, არამედ სოჭის აღებასაც. პრიგოჟინის ამბოხებაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციაში ყველაზე ნიშანდობლივი მეორე ფრონტისკენ მათი ლტოლვის მორიგი დემონსტრირება იყო. ისინი ვერ მალავდნენ, რომ შესაბამისი ბერკეტი რომ ჰქონოდათ, გამოიყენებდნენ პირველივე შანსს აფხაზეთსა და ცხინვალში ტანკებით შესასვლელად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, რომლის მიზანია, გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად,“ – წერს კობახიძე. მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს.
კობახიძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა.