ირაკლი კობახიძის განცხადება

„კარგი შედეგით დასრულდება გახლეჩის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“, კარგი შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის“, – ასე ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პარტიის დასუსტება აუცილებელია ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ნიკა მელიას საჩუქართან დაკავშირებით, კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ აუდიტის სამსახური აღნიშნული თემით დაინტერესდება.